საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია
სადოქტორო პროგრამის დასახელება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი (PhD in Public Health)
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის მოცულობა კრედიტებით - 180 ECTS
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი პაატა იმნაძე
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ცხრილი
სადოქტორო პროგრამის დოკუმენტაცია:
-
სადოქტორო პროგრამის "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგიის" აღწერილობა და სტრუქტურა
-
დანართი N1 - მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო კომპონენტის სავალდებულო საგნების სილაბუსები
- დარგობრივი სემინარი - სილაბუსი
- პროფესორის ასისტენტობა - სილაბუსი
- აკადემიური წერა ბიომედიცინაში - სილაბუსი
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - სილაბუსი
- სწავლების თანამედროვე მეთოდები - სილაბუსი
- კვლევის მეთოდოლოგია - სილაბუსი
სასწავლო კომპონენტის არჩევითი საგნების სილაბუსები
- სტატისტიკური დამუშავების საკითხები სოციალური და ბიოსამედიცინო კვლევებისათვის - სილაბუსი
- კლინიკური კვლევის დიზაინი - სილაბუსი
- მეცნიერების მენეჯმენტი - სილაბუსი
- გლობალური ჯანდაცვა - სილაბუსი
- საუნივერსიტეტო კურიკულუმის შემუშავების პრინციპები - სილაბუსი
კვლევითი პროექტი (სავალდებულო სასწავლო კომპონენტი)
დარგობრივი სემინარი (სავალდებულო სასწავლო კომპონენტი)
პროფესორის ასისტენტობა (სავალდებულო სასწავლო კომპონენტი)
დისერტაციის დაცვამდე წარსადგენი დოკუმენტები
სხვა დოკუმენტები
ხშირად დასმული შეკითხვები - იხილეთ ლინკი
პროგრამის მიზანი: წარმოდგენილი პროგრამა მიზნად ისახავს, დოქტორანტს:
მისცეს ღრმა თანამედროვე ცოდნა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის სფეროში. (კვლევის თემატიკის შესაბამისად დოქტორანტებს მიეცემათ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკა, პრიორიტეტები, ჰოსპიტალური მენეჯმენტი, მოსახლეობის სპეციფიკური ჯგუფების საჭიროებების შეფასება, გადამდები და არაგადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური კვლევები, ინფექციური დაავადებების შემთხვევების იმუნოეპიდემიოლოგიურ კვლევას, იმუნიზირებული პირების ჰუმორული და უჯრედული იმუნური პასუხების შედარებით დახასიათებას და სხვ.;)
ჩამოუყალიბოს დოქტორანტს ლიტერატურული მონაცემებისა და საკუთარი კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარი ფაქტებზე დამყარებული მედიცინის პრინციპების გამოყენებით;
გამოუმუშავოს სამეცნიერო კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმოების, ასევე სასწავლო პროცესის წარმართვის უნარი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე დასმული მიზნების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია მეცნიერული კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით სამედიცინო დახმარების სწორი ორგანიზაცია და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის, მაღალი ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფა.
სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები: სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების წინაპირობაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე.
პროგრამის შედეგი
ცოდნა და გაცნობიერება- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი- ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული.
დასკვნის უნარი- ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომის კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და სეფასება, რითაც ხდებ ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/ განვითარების ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების გადასაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
კომუნიკაციის უნარი- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშრში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე; სწავლის უნარი- უახლესი მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ან პროცესების განვითერბის მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში;
ღირებულებები- ეთიკურ ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდებს შემუშავე
კურსდამათავრებულთა დასაქმების სფეროები: სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სფეროები: (კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დასაქმდნენ სახელმწიფო ან კერძო სექტორში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე ფოკუსირებულ არასამთავრობო ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევით ორგანიზაციებში, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში).